ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 56 312-მა ამომრჩველმა გააკეთა, რაც # 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლის 37 პროცენტია. წინა არჩევნების დროს აქტივობა დაბალი იყო და 47 652 ამორმჩეველს შეადგენდა.
ჯამში დაწერილია 20 საჩივარი, უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა.
,,ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში,უბნებში მიმდინარე დარღვევებზე ისაუბრა.მისითქმით იმ უბანზე,სადაც ხმა თავად მისცა,მათ მანქანას თავს დაესხნენ და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას ქონდა ადგილი.
ხატია დეკანოიძის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისში აქტივობა 19 %-ია. ის მოუწოდებს ამომრჩეველს,მივიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
,,35- უბანთან ჩვენმა შტაბის წევრებმა გადაიღეს ,,ქართული ოცნების,, მიერ მობილიზებული კოორდინატორები,რომლებსაც ქონდათ სია და თანხა მითითებული ამ სიებში.მე-16 უბანზე გამორთეს ის კამერა,რომელიც დამონტაჟებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.მე-18 უბანზე იყო ძალადობრივი ფაქტი.შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს დამკვირვებელს.გამოაძევეს ასევე ჩვენი წარმომადგენელი, იქ მოხდა ჩანაცვლება და ახლა ყველაფერი გამოსწორებულია.
38-ე უბანზე უბანზე დამკვირვებლებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება.ეს იყო რეგისტრატორებთან დაკავშირებული კონფლიქტი.იგივე პრობლემა იყო 19-ე უბანზე.40-ე უბანზე ამომრჩეველმა მოახდინა ფოტოგადაღება კამერაში,რითაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა,,-ხატია დეკანოიძე