ხმა მივეცი ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს- ამის შესახებ ქუთაისში ,,ქართული ოცნების,, დელეგატმა,ზაზა ლომინაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ლომინაძემ საკუთარი არჩევანი მეცხრე უბანზე დააფიქსირა.
,,ჩემს ოჯახთან ერთად ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ,ჩვენი ქალაქის,ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს,მშვიდობას ,განვითარებას,ეკონომიკურ ზრდას,კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.პროცესი წრაფად მიდის,დარღვევების გარეშე და ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს , ყველა მივიდეს და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო ვალი.,,-ზაზა ლომინაძე.