საქართველოს მთავრობა და პრემიერ მინისტრი განაცხადებას ავრცელებს და საჯარო დისკუსიის ფორმატში ოპონენტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ეპატიჟება.
განცხადებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში.,,-საქართველოს მთავრობა.