ქუთაისის დაძმობილებული ქალაქის,დნიპროს დასახმარებლად სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.
,, ქუთაისის სამარცხვინო ხელისუფლებისგან განსხვავებით, დნიპროს მერიასთან საქმიანი და ყოჩაღი ურთიერთობა გავაჩაღეთ .
გახშირებული დაბომბვების ფონზე, საავადმყოფოებს მედიკამენტების დეფიციტი აქვთ.
ოლქის ჯანდაცამ გამოგვიგზავნა მედიკამენტების სია, რომელსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოგაწვდით.
დნიპროს ოლქის საავადმყოფოების გასანათებლად სჭრდებათ სხვადასხვა სიმძლავრის რამდენიმე გენერატორი. ამ დეტალებსაც მოგცემთ, თუ ვინმე იყოჩაღებთ.
ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში რამდენიმე ჯგუფი მუშაობს დნიპროს დასახმარებლად.
თუ კი ფარმაციაში საჭრო ხალხი გეგულებათ, არ დაზოგოთ, გაუზიარეთ ამბავი
ყველაფერი გამოგვივა"-წერს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ,უკრაინის ქალაქი დნიპრო რუსეთმა 14 იანვარს დაბომბა.