- საზოგადოება
- გადასვლები: 338
იანვარში ძლიერი ქარის დროს დაზიანებული სპორტული მოედნის ღობე ამ დრომდე გაკეთებული არ არის
სოციალურ ქსელში ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დაზიანებული სპორტული მოედნის რკინის ღობის ფოტოები ვრცელდება.
სოციალურ ქსელში ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დაზიანებული სპორტული მოედნის რკინის ღობის ფოტოები ვრცელდება.
დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევთან 11:08 წუთზე მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო,შესაბამისად სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. მიწისძვრა ქუთაისშიც იგრძნობოდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისთვის სახელმწიფოს წამლის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.
მისივე განმარტებით, საჭიროა მოცდა, რომ მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცეს.
,,სახელმწიფოს მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს. მინდა კარგად ავუხსნა საზოგადოებას და პირველ რიგში მშობლებს. მე მესმის მათი ემოციურობის და ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ „მიეცით წამალი ბავშვს“. თითქოს წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, რომ თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენს გარშემო იცით ძალიან ბევრი, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც იგივე დიაგნოზით მკურნალობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომელიც წარმატებულია და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხაროდ, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, რადგან ვატყობ, რომ მიუხედავად ამ კომპეტენტური, კვალიფიციური განმარტებებისა, არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას.
თქვენ იცით, რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც ეს მედიკამენტი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს ამ მედიკამენტს. გესმით, ხომ რა მარტივად არის საქმე?! ანუ ჯერ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი არის მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროექტის დაფინანსება და შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად, რომ აგიხსნათ ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს.
ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ ინსტრუქციებს და მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.
მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ბავშვების ჯანმრთელობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს. ამიტომ საჭიროა მოცდა. მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, რომ სამინისტრო მზად არის ერთად გავიაროთ ეს პროცესი და გზა, დაველოდოთ მათ შორის, ჯანმოს საბოლოო დასკვნებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.
200 ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ 200 ქვეყანაში საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრს და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია და კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ მედიკამენტით მკურნალობას ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას.
კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, პირველ ეტაპზე საქართველოს 4 დიდ ქალაქში ( თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი) საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებას.
სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავდაპირველად სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.
რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
ამასთან, შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია. ჩვენს ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება.
თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას უფლება აქვს ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. ტექინსპექტირების ცენტრში ახლიდან გადის ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას, ოღონდ არამარტო გამონაბოლქვზე. თუ დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილი შედეგები, შედგენილი ოქმი ძალაში რჩება. თუ არ დადასტურდა და სხვა შედეგი იქნება, ჯარიმის ანულირება მოხდება. ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირების საფასურის გადახდა არ ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, ეს არეალი გაიზრდება. კონტროლი მკაცრი იქნება, ამასთან, მაქსიმალურად დაიფარება დიდი წერტილები. საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია, რომ გვყავდეს 10 ეკიპაჟი. შესაძლოა, ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, თუმცა საპილოტე რეჟიმში მივიღებთ იმ მონაცემებს, რომელიც შეფასებისთვის საკმარისი იქნება“,- აღნიშნა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტმა და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოიკოტს აცხადებს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ ,,ნაციონალური…
ოთხშაბათი მაისი 15
In პოლიტიკაუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ…
სამშაბათი მაისი 14
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების…
სამშაბათი მაისი 14
In სხვა სიახლეებისაქართველოს 38 უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერთა შორისაა ქუთაისის 2 უნივერსიტეტი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოებაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ,,ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოებასაქართველოს 38 უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერთა შორისაა ქუთაისის 2 უნივერსიტეტი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოებაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ,,ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები…
სამშაბათი მაისი 14
In საზოგადოება,,საქართველო,, ,,არა რუსულ კანონს,,-ამ შეძახილებით ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები უკვე…
ორშაბათი მაისი 13
In საზოგადოებაპროტესტის ნიშნად ლექციებს არ დავესწრებით-ეს განცხადება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს გააკეთეს.მათი თქმით,ისინი…
ორშაბათი მაისი 13
In საზოგადოებაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები საპროტესტო აქცია მართავენ. ახალგაზრდებმა მსვლელობა თეთრ ხალათებში…
ორშაბათი მაისი 13
In საზოგადოება