,,იმერეთის მეფეთა სასახლის (ოქროს ჩარდახის) კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.
16.11.2021 წლის NAT210021584 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სრული საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულ იქნა შპს „მნ-პროექტის“ მიერ, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტების მომზადების ადექვატური გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის მიერ მომზადდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.
კვლევამ შესაძლებლობა მოგვცა ჩამოგვეყალიბებინა ძეგლის რეაბილიტაციის ხედვა, რის საფუძველზეც მომზადდა და დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმდა დეტალური პროექტი.
რაც შეეხება, უშუალოდ მშენებლობის პროცესს.
19.12.2022 წლის NAT220027710 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე,
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს სს "სამშენებლო კომპანია ივერთმშენი". კონტრაქტორს 2019 წლიდან დღემდე შესრულებული აქვს ანალოგიური ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი ჯამური ღირებულებით 4,6 მლნ ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ სახურავის საკითხი. პროექტის მიხედვით სახურავი დაიფარება კერამიკული კრამიტით. რაც შეეხება აპელირებას ე.წ. ბრტყელ გადახურვაზე, შეფასების ავტორები შენობის კონსტრუქტიული მდგრადობის მისაღწევად მოსაწყობ პარაპეტს აიგივებენ სახურავთან. აღნიშნული წარმოადგენს არასწორ შეფასებას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში გამოწვეულია არაკომპეტენტურობით და საქმის არასრულფასოვანი ცოდნით. ,,-ქუთაისის მერია.