გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვების შესახებ აბრთილებს.
24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

ქუთაისის საახალწლო მორთულობის ბიუჯეტი140 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის 15 ათასი დაიხარჯება. ქუთაისის მასშტაბით არ გაიმართება არცერთი საზეიმო ღონისძიება, არ იქნება ფოიერვერკიც.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, წელს ნაძვის ხის დიზაინი ქუთაისის თემატიკიდან გამომდინარე შეირჩა და ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული ორნამენტებით გაფორმდება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას დაიწყებენ, თუმცა არ გაიხსნება ბაზრობები.
,,სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა,მაია ცქიტიშვილმა
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, დაწესებული იქნება დამატებითი ზომები.
„მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება, მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი“,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.
, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ასევე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა .
გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სასუაფლაოსთან მისასვლელი…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებაქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოება,,შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებაავტოქარხნის (ახალი ) სასაფლაოზე მიმდინარეობს გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება მისასვლელი გზის მოხრეშვა, რათა გადაადგილება გახდეს…
ხუთშაბათი აპრილი 02
In საზოგადოებააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სასუაფლაოსთან მისასვლელი…

In საზოგადოება