გუმათჰესთან შეკრებილმა აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს.
"თუ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, მოგვეცით უფლება ორგანიზატორებს, გადავიდეთ ნამოხვანში და მივიღოთ მონაწილეობა ბანაკის გადატანაში ,რომ არ დაზიანდეს ჩვენი ნივთები.მიგვიშვით მაქსიმუმ 10 კაცი.პროტესტი ვერ გაჩერდება, ვერ ჩაახშობთ აქ პროტესტს.ნუ ძაბავთ სიტუაციას.ნამოხვანის კარვების აღებით პროტესტი გაჩერდება?პირიქით, აღიზიანებთ ხალხს.გამოჩნდა ვინ ყოფილა კონსტრუქციული"-განუცხადა პოლიციელებს ნამახვანჰესის მშენებლობის ერთ ერთმა მონაწილემ.
გუმათჰესთან შეკრებილები ახლა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პასუხს ელოდებიან.