რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.