21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა,რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა,ხოლო 2011 წლიდან გაერომ მოუწოდა ყველა ქვეყანას,ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიაში.
დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა.სწორედ ამიტომ აღინიშნება წლის მესამე თვის 21-ე დღეს,ანუ 21 მარტს.
მთავარი მიზანი კი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია უკვე მეთერთმეტედ აღნიშნავს ამ დღეს და ყოველწლიურ კამპანიას #წინდამინდა ატარებს.
2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს
ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.