გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 212 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 194 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 183 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 42 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 28 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 21 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 305 კი - სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 357 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 193 - კახეთში, 154 - შიდა ქართლში, 142 - აჭარაში, 80 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 - სამცხე-ჯავახეთში, 34 - იმერეთში, 32 - გურიაში, 8 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 6 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 192 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდოს ტყეში კოცონის დანთებას და იმ ტერიტორიების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც ცეცხლის დანთება აკრძალულია .
,,მოგიწოდებთ, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და დაემორჩილოთ დადგენილ აკრძალვებს.
ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.,,-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
ჭიათურაში მაღაროელები უკვე 26 დღეა შიმშილობენ.მოთხოვნა უცვლელია-4 დაკავებული თანამებრძოლის გათავისუფლება. რამდენიმე დღეში მათი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
,,რაც შეეხება შიმშილობის მონაწილეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საგანგაშოა. წუხელ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, ცნობიერება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გარდა ამისა, უკვე 24 საათზე მეტია, რაც სიმონ მიქაცაძე აბსოლუტურ შიმშილობაზეა — არ იღებს არც საკვებს და არც სითხეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმდება. რთულია მდგომარეობა ციხეში მყოფ მოშიმშილე მერაბ სარალიძის შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, რომ მერაბის, გიორგის, არჩილისა და თენგოს სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 17 ივლისს, ხუთშაბათს.
რაც შეეხება დამატებით მოთხოვნებს — შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელ კომპანიას 4 თვის ხელფასების დავალიანება აქვს დასაფარავი.
გავიდა დღეები, კვირები, უკვე 4 თვე — დაპირებები იშვიათად იცვლება: “ხვალ”, “რამდენიმე დღეში”, “მიმდინარეობს მოლაპარაკება”, “თვლიან”, “ანგარიშობენ”… მაგრამ ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია.,,-აცხადებენ მაღაროელები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია ისევ იმართება. მოქალაქეები,ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებადღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია ისევ იმართება. მოქალაქეები,ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებადღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოებაქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის საკონკურსო პროცედურის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე 9 არქიტექტურული…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება