Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000 ლარით დაფინანსდება. აღნიშნული თანხით ვარციხის ბიზნეს განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობაში ღვინის ლაბორატორია მოეწყობა.
️ღვინის ლაბორატორიის შემდგომ ოპერირებას იმერული ღვინის ასოციაცია განახორციელებს და ღვინის მწარმოებლებს მაღალი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ სერვისს მიაწოდებს.
აღნიშნული ღვინის ლაბორატორიით ისარგებლებს, როგორც ბაღდათის, ასევე იმერეთის რეგიონის და დასავლეთ საქართველოს მეღვინეები. რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებას და მეღვინეების შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს - შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
3 აპრილს ,14:00-16:00 საათამდე ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.ფორუმზე 35 კომპანიას 350 ვაკანსია ექნება წარმოდგენილი.
ვაკანსიები იქნება საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო სფეროებიდან, ასევე აიტი, მარკეტინგის, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.
ქუთაისის დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ახალი საგამოფენო სივრცე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაში პირველად მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მოეწყობა გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები საკუთარ სასწავლო კურსებსა და ფაკულტეტებს აბიტურიენტებს და სწავლით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.
ფორუმი ჩატარდება მისამართზე - ქუთაისი, სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ’’, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N2. მონაწილეობა უფასოა.
ქუთაისის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით იმართება.
ფოტო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი…
კვირა ოქტომბერი 18
In საზოგადოებასანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი 15 - 12…
შაბათი ოქტომბერი 17
In სპორტიქუთაისში ვეტერანის დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის…
შაბათი ოქტომბერი 17
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი…
კვირა ოქტომბერი 18
In საზოგადოებაქუთაისში ვეტერანის დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის…
შაბათი ოქტომბერი 17
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოება