ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლური ნაძვის ხე დადგეს და თბილისში,აქციების გაშუქების დროს დაშავებული და ნაცემი ჟურნალისტების, ასევე ძალადობის მსხვერპლი დემონსტრანტების ფოტოებით მორთეს.
პროტესტი უკვე მეთორმეტე დღეა გრძელდება.
ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა სიმბოლური ნაძვის ხე დადგეს და თბილისში,აქციების გაშუქების დროს დაშავებული და ნაცემი ჟურნალისტების, ასევე ძალადობის მსხვერპლი დემონსტრანტების ფოტოებით მორთეს.
პროტესტი უკვე მეთორმეტე დღეა გრძელდება.
არა მოძალადე რეჟიმს-ქუთაისში ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო.მოქალაქეები მერიის წინ არიან შეკრებილები. ამ დროისთვის გადაკეტილი რუსთაველის გამზირი.
აქციები ,,არა რუსეთს, კი ევროპას,,საქართველოში მეთერთმეტე დღეა იმართება.მოსახლეობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,განაახლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.აქციის მონაწილეები გმობენ იმ ძალადობას,რაც თბილისში,დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ ხორციელდება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ გამართეს.
“აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”,-ამ მოწოდებით მედიის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს მოუწოდეს,შეწყდეს ძალადობა ჟურნალისტებზე და ფაქტები,რაც მოხდა,დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული.
,,დღეს ჩვენ, ჟურნალისტები ვაპროტესტებთ აწ უკვე გამოცხადებულ ომს,დამოუკიდებელ მედიასთან,რომელიც მიმდინარეობს სისხლის ღვრით.ეს არის იმისთვის,რომ აღარ ამოვიღოთ ხმა და თავისუფალი მედია აღარ იყოს ქვეყანაში,მაგრამ ეს არ მოხდება. პირიქით,კიდევ უფრო გაძლიერდება თავისუფალი მედია ამ ყველაფრის შემდეგ და ავტორიტარიზმის გაფორმებას არ დავუშვებთ,,-შორენა ლაღაძე, ჟურნალისტი.
,,ეს არის ზღვარს გადასული სისასტიკე,რომელსაც რამდენიმე დღეა ვუყურებთ, ჩვენ ,ჟურნალისტები,რომლებიც ჩვენს საქმიანობას რეგიონებში ვასრულებთ,აქედან ვუჭერთ მათ მხარს და მათთან ერთად გვცემენ ჩვენც. ეს სისასტიკე უნდა დამთავრდეს.,,-თამუნა გვილავა, ჟურნალისტი.
ფოტოს ავტორი ივლიტას გოგუა.
“აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”,-ამ მოწოდებით ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ ჟურნალისტები მდუმარე აქციას გამართავენ.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
ჟურნალისტები პროტესტის გამოსახატავად ქუთაისის გარდა,თბილისსა და ბათუმშიც შეიკრიბებიან.
გუშინ ,,ტვ პირველის,, გადამღებ ჯგუფს თავს ე.წ. ,,ტიტუშკები,, - დაესხნენ და ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ქუთაისში, ბაიკერების აქციის მონაწილე, 22 წლის ბიჭს, დაეჯახა მანქანა . საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.
მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო
,,ძალიან გთხოვთ, ყველას, დავეხმაროთ დედამისს, რომ მისი მთავარი საზრუნავი იყოს არა მკურნალობის ხარჯები, არამედ მისი შვილის რეაბილიტაცია.,,- წერია ინფორმაციაში.
თიბისი ბანკი:
GE71TB7267645068100004
საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365841935
მიმღები დედა, ეკატერინე ელიავა.
ბაიკერები ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში ორი დღის წინ მონაწილეობდნენ.აქციიდან წასულ ერთ-ერთ ბაიკერს,ავტომანქანა დაეჯახა.ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ფოტო პირობითია.
,,გაიფიცე,,-ამ შინაარსის მოწოდებით დღეს ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მიმართეს. ამიოს შესახებ აქტივისტი მარიამ მინდელი წერს.
,,დღეს,ქუთაისში,იუსტიციის სახლში რამდენიმე აქტივისტი შევედით,პლაკატები(აქციაზე დაშავებული,რეჟიმის მსხვერპლი აქტივისტების ფოტოებითურთ) დავარიგეთ მომსახურე პერსონალთან და ბოლოს გამოგვიშვეს… არ შეიძლებაო,არ შეიძლება ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა!მთავარი მესიჯი:გაიფიცე!გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა,, წერს აქტივისტი მარიამ მინდელი.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ქუთაისში ფორმის შეძენა შეიძლება სარეალიზაციო პუნქტებში 11:00-დან 19:00…
პარასკევი აგვისტო 21
In განათლებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,…
პარასკევი აგვისტო 21
In საზოგადოებაქუთაისელი მოკრივე დავით მხეცაძე ევროპის პრიზიორია. დავით მხეცაძემ (80კგ). 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი…
ხუთშაბათი აგვისტო 20
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. …
ხუთშაბათი აგვისტო 20
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური…
ოთხშაბათი აგვისტო 19
In რელიგიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,…
პარასკევი აგვისტო 21
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. …
ხუთშაბათი აგვისტო 20
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ.…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ქ. თბილისში შესაძლოა…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოება