უკვე მეხუთე ზამთარს ხვდება გელათი პრობლემებით.მონასტერი ისევ გადაუხურავია.დროებითი გადახურვის სამუშაოები, პირველი ვერსიით, 2024 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.
,,გეგმის და პროექტის გარეშე დაიწყო ზაფხულში.
დაგვიანების მიზეზად წვიმიანი სეზონი მოიშველიეს.
შემდეგ, სამუშაოების დასრულების ვადად 15 აგვისტო განისაზღვრა.
ვადამ გადაიწია ცხელი ამინდების მომიზეზებით.
მომდევნო ვერსიით 30 სექტემბერს,
️ბოლო ვერსიით 2024 წლის ბოლომდე, ანუ 31 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო სამუშაოები.
მეხუთე ზამთარი ისე დადგა, მიზეზები სამუშაოების მიტოვების მიზეზები აღარ დასახელებულა.
საპატრიარქოს რეაბილიტაციის კომიტეტი ახლაც დუმს.
საუბარია, დროებით გადახურვაზე, რომელიც ნორმალურ ვითარებაში 2020 წლის ზაფხულშივე უნდა დამონტაჟებულიყო, თუმცა,
მაშინ, პრობლემებს იმპერატიულ და კატეგორიულ ტონალობაში უარყოფდნენ.
რაც გელათის თავს ხდება, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის ფარგლებს დიდი ხანია გაცდენილია, ეს ღალატი და მტრობაა.,,-წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.
თორნიკე ბარათაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელია.ეს ის ორგანიზაციაა,რომელიც გელათში არსებულ სიტუაციას საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში ამცნობს და გელათის მონასტრის პრობლემებზე საუბრობს.