12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება.
ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00 საათამდე, ფალიაშვილის ქუჩაზე, №29/4-დან №33-მდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები:
№1L, №4 და №5 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) – წერეთლის ქუჩა – აღმაშენებლის გამზირი – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა – წითელი ხიდი.
№19 და №20 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ მარი ბროსეს ქუჩით, ვარლამიშვილის ქუჩით, წმინდა ნინოს ქუჩით და მოძრაობას ფალიაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.
№10 და №126 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ წითელი ხიდის გავლით.
№3, №4 და №41 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ ფანჯიკიძის ქუჩის გავლით.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
