ქუთაისში 12 ოქტომბერს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება.
ცენტრალური მოედნის მიმდებარედ,ფალიაშვილის ქუჩაზე აქტივობა შუადღის 15:00 საათიდან დაიწყება.დღის ბოლოს ჯგუფ ,,ურსას,, კონცერტი გაიმართება
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 12 აგვისტოს ყოველწლიურად აღინიშნება. თარიღი დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ, მიზანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში გათვალისწინებას და ახალგაზრდების როლის აღიარებას თანამედროვე საზოგადოებაში.
