ზესტაფონში 2008 წლ8ს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა პატივი მიაგეს.
უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძე 2008 წლის აგვისტოს ომში, ფრონტის ხაზზე დაჭრილი თანამებრძოლების გადასარჩენად, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და მამაცობისთვის, ზაზა ფერაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით. 2015 წლიდან მისი სახელი თავდაცვის ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მიენიჭა.
