გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ.
დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.
გეილოგების ინფორმაციით,ამ დროისათვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 45 ოჯახი ამ დრომდე სასტუმროებში რჩება.
