11 თებერვალს, გვიან ღამით, ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში , ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, ჩამოიშალა კლდის ფერდი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშიშროების დონიდან გამომდინარე , საპატრულო პოლიციის მიერ გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი. მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია ალტერნატიული გზებით.
გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, დაიწყება გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მერიის შესაბამის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობა.
ფოტო პირობითია
