გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს მასშტაბით,ყველაზე მეტი-49 შემთხვევა კახეთში გამოვლინდა, ყველაზე ცოტა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში-თითო-თითო.რაც შეეხება იმერეთს,აქ 10 ფაქტი დაფიქსირდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 102 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 25 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის იანვრის თვეში დალუქულია 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.
