ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ჭიათურელი მაღაროელის პროცესი გაიმართა. მხარდამჭერები ელოდნენ,რომ მოსამართლე დღეს განაჩენს გამოაცხადებდა,თუმცა პროცესი გადაიდო.სხდომა 20 იანვარს,11 საათზე განახლდება.სავარაუდოდ,გამოცხადდება განაჩენი.
,,გადაიდო პროცესი. ხალხო, ეს იცით რას ნიშნავს ? მოსამართლე ვერ ხვდება ,როგორ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, იმდენად აფსურდი პროცესია.-,,აცხადებენ მხარდამჭერები.
4 ჭიათურელი -მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
