ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა.
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით, „სპეცსერვისებს“ ამ ეტაპზე გადაეცა უახლესი მოდელის 12 კუბიანი 6 ნაგავშემკრები ავტომობილი, 3 თვითმცლელი ავტომობილი და 22 მეტრიანი ამწე კალათა.
წლის ბოლომდე კიდევ 6 ერთეული სპეცტექნიკა გადაეცემა „სპეცსერვისებს“, მათ შორის, თოვლის საწმენდი მანქანაც.
