საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.მათი უმეტესობა ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საპოლიციო ღონისძიების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, იმერეთის, კახეთის,აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მიერ ჩატარდა .
დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
