ჭიათურელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც მეხუთე თვეა ,მერაბ სარალიძესთან, თენგიზ გველესიანსა , და არჩილი ჭუმბურიძესთან ერთად პატიმრობაშია,ციხიდან წერილს ავრცელებს.
,,ხილული ხელისუფლების უკან, ტახტზე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის, და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე. ამ უხილავი ხელისუფლების განადგურება, კორუმპირებული საქმიანობისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების უღმრთო კავშირების დარღვევა, აი რა არის სახელმწიფო მოღვაწის ამოცანა“.
ჭიათურა ნათელი მაგალითია თუ როგორ გვახევენ თავზე კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, ჭიათურის ათობით სოფლის განადგურების ხარჯზე როგორ მდიდრდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ყმები სუსის მაღალჩინოსნები, პრემიერი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და პარტია ქართული ოცნება.
2017 წელს როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ჯორჯიან მარგანეზში“ დანიშნა სახელმწიფო სპეციალური მმართველი გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჭიათურის მოსახლეობის უბედურების და განადგურების ხარჯზე ასეულობით მილიონის გათეთრება და ელიტური სამთავრობო კორუფცია! ვინც გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ჩვენი სოფლისა და ქალაქის დასაცავად, მას შემდეგ დაიწყო სუსმა და მთელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა! 2019 დღიდან დღემდე 82 სასამართლო პროცესი ჩამიტარეს და ეხლაც სრულად აბსურდული გამოგონილი ბრალდებით ვარ დაჭერილი 225-ე მუხლით და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით გვემუქრებიან. ჩემი ერთადერთი დანაშაული ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის სიყვარულია! ცდილობენ სამაგალითოდ დაგვსაჯონ ყველასთვის საჩვენებლად რომ მომავალში ვეღარავინ გაბედოს ამდენ უსამართლობაზე ხმის ამოღება და პროტესტის გამოხატვა.
8 წელია უკვე ვიბრძვი ამ უსამართლობის წინააღმდეგ და სიცოცხლესაც კი შევწირავ ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!.
ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებიდან საკანი 226. გიორგი ნეფარიძე.,-წერია წერილში.