ქუთაისში სინათლის მარში-,,სინათლე არ უნდა ჩაქრეს,, გაიმართება.მედიის მხარდასაჭერად შეკრება მერიასთან, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე იგეგმება.
,,მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში ვიკრიბებით.
წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები!
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის. ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას მუდმივი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ.
ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ - ვიბრძოლებთ, სანამ გვიან არ არის!
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
გადარიცხე
თიბისი ბანკი
#GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი
#GE06BG0000000609779465
მიმღები "ხალხის წყარო"
ემიგრაციიდან https://www.gofundme.com/…/help-media-in-the-fight-for…,,-წერია ღონისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.