ქუთაისში , გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარი იცვლება. გზების პერიოდული შეკეთების ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ქვაფენილი შეიცვლება ასფალტის საფარით, მოეწყობა ღია ტიპის ღვარსადენი.
ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 90 000 ლარის ღირებულებისაა.