გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა- ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს
სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთში - ზესტაფონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში დუშეთის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოში - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმში - ონის მუნიციპალიტეტში და კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტში.
სამართალდამრღვევებმა მდინარეების - ყვირილას, რიონის, ხრამის, დებედას, არაგვის, არღუნის, ხობის, ცხენისწყლისა და ალაზნის კალაპოტებიდან, სპეციალური ტექნიკის - ექსკავატორების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.