ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათი სახელით სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება.
,,საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა — ეს არის სიმბოლო უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ. ამ კარვებში ჩვენ ვდგავართ სოლიდარულად ჩვენი ოთხი უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლის გვერდით. ისინი მარტო არ უნდა დარჩნენ , რადგან მათი ბრძოლა თქვენი ბრძოლაც არის.
გახსოვდეთ: ეს კარვები გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენ, პროტესტს , არამედ იცავს თქვენს სამუშაო ადგილებსაც. სანამ ისინი დგას, თქვენზე რეპრესიები არ დაიწყება. მაგრამ თუ ეს კარვები აიღეს — მაშინვე დაიწყება ზეწოლა თქვენზე , მაშინვე გამოაჩენს კომპანია თავის კლანჭებს და რეალურ სახეს. ახლა კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ , რომ ჩვენთან ერთობაში არ დადგეთ არ შემოგვიერთდეთ , დროებით არ აჩენენ თავიანთ რეალურ სახეს , შედარებით ლოიალურები არიან . თუმცა ამავე დროს, მაინც ბედავენ და არღვევენ თქვენს უფლებებს: 15 რიცხვში დასარიცხი სახელფასო ანაზღაურება არ ჩაგირიცხეს, კუთვნილი საკუთარი ოფლით და ჯაფით გამომუშავებული, ასევე , ჩვენ არ გვაძლევენ კუთვნილ 60%-ს.
ფიქრი გმართებთ, ძმებო და დებო! ჩვენც ისეთივე მშრომელები ვართ, როგორც თქვენ. ჩვენ არ ვიბრძვით პირადი სარგებლისთვის — ჩვენი ბრძოლა არის საერთო, სამართლიანობისთვის. კომპანია ჩვენზე კარგს არასდროს არ იტყვუს , მაგრამ თუ ოდესმე მოისმენთ მათგან შექებას ჩვენი მისამართით, მაშინ შეიტანეთ ეჭვი ჩვენს გულწრფელობაში.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას.ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად.და თქვენზეა დამოკიდებული, ამ ბრძოლაში მარტო დავრჩებით თუ ერთიანი ძალით გავიმარჯვებთ.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.