გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, დღეიდან, 17 სექტემბრის 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე და 18 სექტემბერს 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.