ქუთაისში დღეს,11 ივლისს ,კონცერტი- ,,მუსიკალური ზაფხული 2025“ გაიმართება.
საღამო 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყება.
მსმენელების წინაშე წარდგებიან: ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები მაესტრო ნიკა ნიკაშვილის ხელმძღვანელობით, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, გეგი შალამბერიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი და აჩიკო ნიჟარაძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.