შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, საგარეჯოს კლინიკაში გულმკერდის არეში ჭრილობით არის გადაყვანილი.
,,2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.,,-შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თორნიკე რეჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა .ის აღნიშნულ თანამდებობაზე თითქმის 7 წელი მუშაობდა.