ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 117 დღეა, შიმშილობის კი — მე-6. მაღაროელები ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მათ ექიმების დახმარება დაჭირდათ.
ციხეში შიმშილობს მერაბ სარალიძე, ხოლო მირზა ლოლაძემ უკიდურეს პროტესტს მიმართა და პირი ამოიკერა.
,,შიმშილობა და პროტესტი არ შეწყდება, სანამ ჩვენს მეგობრებსა და თანამებრძოლებს არ გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან.
საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება — მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თითოეულ მათგანს შაქრის დაბალი დონე აქვს, განსაკუთრებით კი — პირამოკერილ მირზა ლოლაძეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიჭები მედგრად დგანან და განაგრძობენ პროტესტსა და შიმშილობას.
კარგი ამბავიც გვაქვს , ჩვენ უკვე შევქმენით მშრომელის ინტერესზე ორიენყირებული დამოუკიდებელი პროფკავშირი,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.