,,სოლიდარობა და თავისუფლება მირიან ბერულავას",- ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან, ჟურნალისტების აქცია გაიმართა.
ჟურნალისტებმა კოლეგის დაკავება გააპროტესტეს.
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ გუშინ დააკავა და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
მირიან ბერულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ფოტოს ავტორი ეკა შალამბერიძე.
ფოტო არქივიდან