ძლიერმა წვიმამ როგროც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში გზების, სახნავ- სათესი სავარგულების და ეზოების დატბორვა გამოიწვია.
მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ დაფენილის და ზეგნის გზაზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს.