ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ გამართეს.
“აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”,-ამ მოწოდებით მედიის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს მოუწოდეს,შეწყდეს ძალადობა ჟურნალისტებზე და ფაქტები,რაც მოხდა,დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული.
,,დღეს ჩვენ, ჟურნალისტები ვაპროტესტებთ აწ უკვე გამოცხადებულ ომს,დამოუკიდებელ მედიასთან,რომელიც მიმდინარეობს სისხლის ღვრით.ეს არის იმისთვის,რომ აღარ ამოვიღოთ ხმა და თავისუფალი მედია აღარ იყოს ქვეყანაში,მაგრამ ეს არ მოხდება. პირიქით,კიდევ უფრო გაძლიერდება თავისუფალი მედია ამ ყველაფრის შემდეგ და ავტორიტარიზმის გაფორმებას არ დავუშვებთ,,-შორენა ლაღაძე, ჟურნალისტი.
,,ეს არის ზღვარს გადასული სისასტიკე,რომელსაც რამდენიმე დღეა ვუყურებთ, ჩვენ ,ჟურნალისტები,რომლებიც ჩვენს საქმიანობას რეგიონებში ვასრულებთ,აქედან ვუჭერთ მათ მხარს და მათთან ერთად გვცემენ ჩვენც. ეს სისასტიკე უნდა დამთავრდეს.,,-თამუნა გვილავა, ჟურნალისტი.
ფოტოს ავტორი ივლიტას გოგუა.