“აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”,-ამ მოწოდებით ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ ჟურნალისტები მდუმარე აქციას გამართავენ.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
ჟურნალისტები პროტესტის გამოსახატავად ქუთაისის გარდა,თბილისსა და ბათუმშიც შეიკრიბებიან.
გუშინ ,,ტვ პირველის,, გადამღებ ჯგუფს თავს ე.წ. ,,ტიტუშკები,, - დაესხნენ და ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.