ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს.ხუთმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. სოფლის მოსახლეობა აქციებს პარლამენტის წინ განაგრძობს.
ერთ-ერთი მოშიმშილის მდგომარეობა შედარებით რთულია,მას სამედიცინო დააწესებულებაში გადაყვანა დაჭირდა.
უწყვეტი აქციის 188-ე დღეს მოთხოვნები უცვლელია.
,,მოვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას. ,,ჯორჯიან მანგანეზი,, ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.