„უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „აგენტების კანონმა“ ქვეყანაში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.
,,KineDok Georgia და DOCA წარმოგიდგენთ პროგრამას „რა მოხდა რუსეთში“, რომლის ფარგლებშიც, სამ ქალაქში — ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ფილმის „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ ჩვენება გაიმართება.
ასკოლდ კუროვის გამბედავი და კრიტიკული ფილმი აჩვენებს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.
17 მაისი | 19:00 — “ლიმენა” და “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” [ ფოთი ]
22 მაისი | 20:00 —“დაუკრეფავი” [ ქუთაისი ]
29 მაისი | 15:00 — “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” [ ზუგდიდი ],,-აღნიშნულია ინფორმაციაში.