ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მსვლელობა იმართება. მსვლელობა ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და ასსაფეხურიან კიბესთან დასრულდება.
დილიდან გადაკეტილია გზები, ტრანსპორტი და ავტომანქანების მოძრაობა გარკვეული მიმართულებით შეზღუდულია.გზებზე არის საცობი.
ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
17 მაისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,უქმე დღედ გამოცხადდა.