იმერეთში ქარის სიმძლავრემ იკლო, თუმცა ამ დრომდე რეგიონში დაზიანებულია 718 შენობა, ასევე შეფერხებებია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. მთელი დღის მანძილზე შესაბამისი ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები, რის შედეგადაც რიგი საკითხების გადაჭრა დროულად მოხერხდა.