"ჩემოდნების აქცია" - ასე ჰქვია პერფორმანსს, რომელიც ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ 18 დეკემბერს, 10 საათზე გაიმართება. ოთხი წელი გავიდა, რაც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, რამაც ქვეყნის მეორე ქალაქს , განვითარების პერსპექტივა დაუკარგა . გაჩერებულ ქუთაისში მოქალაქეებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ ბარგი ჩაალაგონ და ქალაქი დატოვონ.
სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" -ს წევრები და აქტივისტები "ქართულ ოცნებას" ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვაში ადანაშაულებენ და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების დეკონცეტრაციას მოითხოვენ.