ქუთაისში ჭომის დასახლებაში, კერძოდ რუას ქუჩაზე მდინარე რუას კალაპოტი სადაც უძველესი აბანოებია ანტისანიტარიად არის ქცეული.
არსებული ინფორმაციით აქ სამკურნალო წყალი მოედინება.
გიდების ასოციაციის წარმომადგენლის ლაშა ბერეკაშვილის თქმით ამ ლოკაციის მსგავსი ანალოგი მალტაზე დიდი პოპულარობოთ სარგებლობს და თუ საქართველოშიც სათანადო ყურადღების ცენტრში მოხვდება ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ლოკაციათ იქცევა.
ვის ეკისრება ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და რატომ არის სანკურნალო აბანოები უფუნქციო და ანტისანიტარიის კერა დეტალებს საინფორმაციო სააგენტო აქტორი - Act2.ge არკვევს.