ქუთაისში ოქტომბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი იფუნქციონირებს, როგორც ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიორგი ჭეიშვილი განმარტავს ფინასთა სამინისტრომ ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსი შეიძინა, აღნიშნულისთვის 7 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი.
ტრანსპორტი ქალაქში სპეციალურად მოწყობილ ავტოპარკში განთავსდება , ზამთარში ექსპლუატაციაში გავა და მგზავრებს მოემსახურება. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა მგზავრობის ღირებულების გაზრდას გიორგი ჭეიშილის თქმით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს იმის რესურსი რომ მგზავრობის საფასური უცვლელი დარჩეს.