მოძრაობამ "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" მორიგი აქცია გამართა.ამჯერად წევრები პალამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მოძრაობის წევრები მოუწოდებენ საზოგადოებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ იმ კანდიდატს, რომელიც ღიად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შესახებ.