იმერეთში “საარსებო შემწეობის” მიმღებთა რაოდენობა იზრდება.მონაცემები გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ (აი,ფაქტი-ifact.ge) მოიძია. ჟურნალისტ შორენა ლაღაძის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს დახმარებით 13 ათასით მეტი ადამიანი სარგებლობს.
2018 წელს ფულად დახმარებას 61,427 ადამიანი იღებდა;
2019 წელს - 55,954 ადამიანი;
2020 წელს - 67,625.
წელს, მხოლოდ აგვისტოს ჩათვლით კი “საარსებო შემწეობა” 80,603-მა პირმა მიიღო.
იმერეთში ყველაზე მეტი “საარსებო შემწეობის” მიმღები ჭიათურაშია, სულ 13,386 ბენეფიციარი. ეს რიცხვი ბოლო ოთხი წელია, ყოველწლიურად იზრდებოდა.