სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.ადგილობრივები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას,კერძოდ მთიდან ქვის გამოღებას აპროტესტებენ,რომლის ლიცენზიაც სახელმწიფოს მიერ 2006 წელს არის გაცემული.მოსახლეობა ამბობს,რომ ლიცენზია ანზორ ბურჯანაძეს ეკუთნის.ადგილობრივები მიიჩნევენ,რომ თავის დროზე ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული.
"62 წელია აქ ვცხოვრობ.ეს ქვა არ არის ხარისხიანი,მაგრამ მაინც იყენებენ.ვინ მისცა უფლება ,ვინ არის პასუხისმგებელი?ტრანსპორტი არ დადის,ეს გზა იკეტება ხოლმე ,გორდება ქვები,და ფეხით დავდივართ "-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი .
მოსახლეობის ინფორმაციით,ანზორ ბურჯანაძეს შვილის,ნინო ბურჯანაძის დახმარებით,რომელიც 2006 წელს ხელისუფლებას წარმოადგენდა,ლიცენზია ლარად აქვს შეძენილი.ქვის მოპოვება ამ დრომდე შეჩერებული იყო და რამდენიმე დღის წინ განახლდა. მოსახლეობას ხელმოწერების შეგროვება აქვს დაწყებული.ისინი ნებართვის გაუქმებას და სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
ტერიტორია,სადაც ქვის მოპოვება ხდება,რაჭა-ლეჩხუმის ცენტრალური გზის პირას მდებარეობს.მოსახლეობა ამბობს,რომ არსებობს ქვების ჩამოშლის და გზის დაკეტვის საფრთხე.