სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, წლიური ანგარიში წარადგინა ,სადაც ნამახვანჰესის შესახებაც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ წარმოვაჩენთ საზოგადოების წუხილებს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინის თაობაზე, აღნიშნული პროექტის გარშემო. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემურია და კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ- ენერგეტიკული სარგებლიანობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რაც პრობლემებით წარიმართა და რამაც გააჩინა გარკვეული უნდობლობა ამ პროექტის მიმართ,“ - განაცხადა ლომჯარიამ.