გუმათჰესთან ,,რიონის ხეობის მცველებს,, იმერეთის გუბერნატორი ხვდება.ზვიად შალამბერიძე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მივიდა.მისი თქმით, ხელისუფლებამ შეთანხმების შესრულება დაიწყო, ახლა ჯერი აქციის მონაწილეებზეა.
პოლიციამ ბარიკადები უკვე აიღო.
ბარიკადების აღება ის ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მთავრობამ მცველებს, 12 ივნისს ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელები ხეობიდან არ გაყავს.
როგორც პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ბლოკპოსტი აღებულია, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების სხვა პუნქტები და ტერიტორია უნდა დატოვოს სამართალდამცველების დიდმა ნაწილმა, ასევე უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები.