ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 93 დღეა გრძელდება. მეცხრე დღეა მაცხოვრებელთა ნაწილი შიმშილობს, ხუთმა ადამიანმა პირი ამოიკერა. პროტესტის მიმდინარეობას პირველივე დღიდან თვალს მმართველობის მონიტორინგის ცენტრი ადევნებს, არასამთავრობო ორგანიზაციის იმერეთის ბიუროს მკვლევარის, ელენე აბდუშელიშვილის განცხადებით, მოსახლეობასთან ამ დრომდე კომუნიკაცია ,,ჯორჯიან მანგანეზის ,, მხრიდან არ მომხდარა.
,,ისინი ითხოვენ კომპანიისგან ზარალის შესაბამის ანაზღაურებას, ითხოვენ ,რომ გაფორმდეს ხელშეკრულება ,,ჯორჯიან მანგანეზთან,, მთავრობისა და ხელისუფლების ჩართულობით და შეწყდეს მათი უკანონო დევნა.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არის აღძრული სასამრთლოში საქმე, 2 არის სისხლის სამართლის საქმე, ასევე რამდენიმეს ედავებიან კომენდანტის საათის დარღვევას.ქალბატონებიც აპირებენ შეუერთდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმას. 2 დღე აქვს დარჩენილი კომპანიას რომ გამოვიდნენ კონტაქტზე, თუმცა არანაირი კონტაქტი ამ დრომდე არ არის.,,-განაცხადა ელენე აბდუშელიშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუქრუთში პროტესტი შეწყდა და შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ან განცხადებიდან 2 დღეში პირი პროტეტის კიდევ ორმა მონაწილემ ამოიკერა.