ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მდინარე ხანის წყალსა და კორის წყალზე არსებულ ხიდებს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. ზედა დიმის ხიდი, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს, სრულად განახლდება. ამ ეტაპზე მოქალაქეები ტრანსპორტით სოფელ დიმის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, ხოლო ქვეითებისთვის საფეხმავლო ხიდიამოწყობილი . მდინარე ხანისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს "საქტრაქმშენსერვისი" ასრულებს.ხიდის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
. სოფელ წითელხევში მდინარე კორის წყალზე არსებული ხიდი სიძველის გამო 2020 წლის აგვისტოს თვეში ჩაინგრა. მდინარე კორისწყალზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდმშენი 99" ასრულებს , ღირებულება 416,562.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები ტენდერის პირობების თანახმად ,აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.